საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 16-18 ოქტომბერს.

კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე, ამიტომ სამეცნიერო ფორუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

 

 იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
 კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგია;
 კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
 ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
 კავკასიის ეთნოლოგია/ეთნოგრაფია;
 კავკასიის პალეოგრაფია;
 ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური
ასპექტები;
 ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
 კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
 კავკასიის ხალხთა ფოლკლორი, მითოლოგია, კულტურა/კულტურის
ისტორია;
 კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
 კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.

 

ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.

ლიცენზირებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: ვინაიდან იმუშავებს სტუდენტთა სპეციალური სექცია, გთხოვთ, გააცნოთ საინფორმაციო წერილი სტუდენტებს (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი), რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წარდგნენ კონგრესის წინაშე მომხსენებელთა სტატუსით.

 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
მასალები მიიღება 2026 წლის 30 ივლისამდე.


ტექნიკური მოთხოვნები:


 ფაილის რედაქტორი — MS Word;
 ფაილის სათაურის ფორმატი — გვარი_სახელი.doc(x)
 გვერდის ზომა — A4;
 შრიფტი ძირითადი ტექსტისათვის — Sylfaen
 შრიფტის ზომა — 11, ხაზებს შორის ინტერვალი — 1.15;
 შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის — ICL_Symbol (ისეთი
სიმბოლოებისთვის, რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ შრიფტში,
გთხოვთ გამოიყენოთ TITUS Bitstream Unicode ან გამოგვიგზავნოთ
თქვენ მიერ შერჩეული შრიფტის TrueType ან OpenType ფორმატის
ფაილი);
 ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა.

 

მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე:
congress.caucasology@tsu.ge


სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/1NhNW4hLPLGNBVun8


კონგრესის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული.


აუცილებელი განმარტება: ავტორი, რომელიც არ წარმოადგენს
მოხსენებას/პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ფორმატით, ვერ მიიღებს
მონაწილის სერთიფიკატს და, შესაბამისად, მასალებიც არ გამოქვეყნდება.

 

პატივისცემით
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 19/05/2026